logo_geo
ფრედ სტარი: საქართველომ მრავალი თვალსაზრისით ბრწყინვალე შედეგი აჩვენა, ამის შესახებ რეგიონში კონსენსუსია
- +

8 მაისი. 2019. 15:51

 

 

„ერთი მხრივ, გილოცავთ მიღწეულ შედეგებს, მეორე მხრივ, მოგიწოდებთ, რომ არ შეინარჩუნოთ ტემპი და განაგრძოთ განვითარება“,- ეს განცხადება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მკვლევარმა, ფრედ სტარმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართულ პანელური დისკუსიის დროს გააკეთა.

 

„საქართველომ ბრწყინვალე შედეგი აჩვენა მრავალი თვალსაზრისით, ამის შესახებ არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი რეგიონებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა მიღწეულ შედეგებს უნდა დასჯერდეს. მაგალითად, უზბეკეთი დიდ ხნის მანძილზე აკვირდებოდა და სწავლობდა საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების პროცესს და მიბაძა კიდეც მას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უფრო მაღალი კონკურენციის პირობებში მოუწევს ცხოვრება. ერთი მხრივ, გილოცავთ მიღწეულ შედეგებს, მეორე მხრივ, მოგიწოდებთ, რომ არ შეინარჩუნოთ ტემპი და განაგრძოთ განვითარება“,-  განუცხადა ფრედ სტარმა ტელეკომპანია „იმედს“.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი