logo_geo
თბილისში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე აღინიშნა
- +

8 მაისი. 2019. 16:49

 

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ღონისძიება გამართა, რომელიც ჟენევის კონვენციების 70-ე წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური დოკუმენტის არსი და მისი მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში. ასევე, მოეწყო შესაბამისი საარქივო ფოტომასალის ექსპოზიცია.

 

ღონისძიებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი სევერინ ჩაპაზი, ასევე წითელი ჯვრის მოხალისეები და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დაესწრნენ.

big_banner
არქივი