logo_geo
როენა „მამიდა“ თავისუფლებისთვის 30 000 ლარს იხდის
- +

9 მაისი. 2019. 17:45

 

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული თავისუფლების სანაცვლოდ 30 000 ლარს იხდის,  გავრცელებული ინფორმაციით მას ბრალი უკვე წარედგინა.

 

ადვოკატის თქმით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ამჟამად ყველაფერი წესრიგშია. ხუცურაული სასტუმრო მამიდის მოიჯარესა და სასტუმრო გოლდის მფლობელთან ერთად სამართალდამცველებმა გუშინ აიყვანეს.

 

არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

 

 

big_banner
არქივი