logo_geo
სად შეიძლება შევიძინოთ ფულის ყუთი?
- +

10 მაისი. 2019. 14:40

 

ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ფულის ყუთები ძალიან მოთხოვნადი და საჭირო პროდუქტია. ამ მოწყობილობის მეშვეობით იზრდება კონტროლი მიღებულ რკინისა და ქაღალდის ფულზე. მუშაობის პროცესში არის პრაქტიკული და მოქნილი, ასევე, თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე ირჩევთ, პატარა ზომის გსურთ თუ დიდი ზომის. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ავტომატურად, ისე მექანიკურადაც.

 

ფულის ყუთების რამდენიმე ტიპი არსებობს. ისინი ერთმანეთისგან დიზაინით, ზომით, ღირებულებითა და ფუნქციით განსხვავდება. გთავაზობთ რამდენიმე მოდელის მახასიათებლებს:

 

ფულის შესანახი ლითონის ყუთი - სტანდარტი

 

ლითონის კონსტრუქციისგან შექმნილი უჯრაა, რომელსაც აქვს გასაღები. ასევე, აღჭურვილია ქაღალდის ფულის შესანახი 4 განყოფილებით, რკინის ფულისთვის კი - 5-ით. უერთდება სალარო აპარატს, პოს სისტემას და ფისკალურ პრინტერს. აქვს ავტომატური და მექანიკური რეჟიმიც.

 

ფულის შესანახი ლითონის ყუთი - მაქს

 

აქვს კომპაქტური და ელეგანტური დიზაინი. მისი მიერთება შესაძლებელია პოს სისტემაზე, ფისკალურ პრინტერსა და სალარო აპარატზე.  აქვს განყოფილებები, როგორც რკინის, ისე ქაღალდის ფულისთვის. შეგიძლიათ, ჩართოთ მექანიკურ ან ავტომატურ რეჟიმზე.

 

ფულის შესანახი ლითონის ყუთი - კომფორტი

           

ამ მოწყობილობის ზომაა: 38 x 33 x 9,5 სმ. აქვს გასაღები, მექანიკური და ავტომატური რეჟიმი, აგრეთვე, ფულის შესანახი უჯრები. თანამედროვე დიზაინის მქონე ფულის ყუთის მიერთება შეგიძლიათ ფისკალურ პრინტერზე, სალარო აპარატსა და პოს სისტემაზე.

 

ამ პროდუქტის შეძენამდე ყურადღება მიაქციეთ, რამდენი შესანახი უჯრა აქვს, რა ზომისაა, რომელ მოწყობილობებთან შეიძლება მისი მიერთება და, რა თქმა უნდა, პრობლემების წინასწარ აღმოსაფხვრელად არჩევანი ისეთ ფულის ყუთზე შეაჩერეთ, რომელსაც მექანიკური რეჟიმიც აქვს და ავტომატურიც.

 

მნიშვნელოვანი დეტალია ფულის ყუთის ღირებულება. რა თქმა უნდა, სხვადასხვა მოდელი ფასითაც განსხვავდება. აქ გასათვალისწინებელია ზომა, ფუნქციები, დიზაინი, კონსტრუქცია, ასევე, განავადებთ თუ არა. მათი ფასი დაახლოებით 150 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს.

 

ფულის შესანახი უჯრების შეძენა საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლისთვის ძალიან მარტივია. თუ გსურთ, ონლაინ გამოიწერთ ან ფილიალში შეარჩევთ. კომპანია GSN-ის ფულის ყუთები შექმნილია მყარი ლითონის კონსტრუქციისგან და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია.

big_banner
არქივი