logo_geo
მდინარის ადიდებამ სოფელ ფშაველში სასმელი წყლის დაბინძურება გამოიწვია
- +

11 მაისი. 2019. 01:02

 

 

თელავის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე სტორმა სოფელ ფშაველის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა. სასმელ წყალს მდინარის წყალი ერევა. ონკანებში დაბინძურებული წყალი მოდის.

 

„ვინც მოვასწარით, სასმელი წყალი ვიყიდეთ. სოფელში ამბობენ, რომ წყლის მარაგი მაღაზიებში უკვე გათავებულა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ადგილობრივმა არჩილ ხუტუაშვილმა.

 

მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს ჭა და ასევე, არის წერტილი, საიდანაც მოსახლეობას დასალევი წყლის აღება შეუძლია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი