logo_geo
საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც კვიპროსში შეშვებაზე უარი ეთქვათ, სამშობლოში 14 მაისს დაბრუნდებიან
- +

12 მაისი. 2019. 12:32

 

 

კვიპროსში საქართველოს საელჩოს მონაცემებით, საქართველო მოქალაქეები, რომელთაც კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე უარი ეთქვათ, საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას არ ფლობდნენ.

 

„საქართველოს საელჩოში კვიპროსის რესპუბლიკაში შევიდა შეტყობინება, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი ეთქვათ კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სასაზღვრო სამსახურს. სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები არ ფლობდნენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას. ისინი იმყოფებიან სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში, უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით და მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგმილია სამშაბათს“, - აცხადებენ კვიპროსში, საქართველოს საელჩოში.

 

 

big_banner
არქივი