logo_geo
გარემოს ეროვნული სააგენტო: ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, მდინარეებში წყლის დონის მატება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
- +

12 მაისი. 2019. 18:23

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობს სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 14 მაისამდე საქართველოში (უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში გაზაფხულის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი