საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ53- კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა.
ამ ეტქპზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.