logo_geo
უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს
- +

12 მაისი. 2019. 23:32

 

 

კიევში, საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

 

საქართველოს საგარეო უწყებისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

 

არსებული ინფორმაციით, საქართველოს საელჩოსთან მდებარე სასტუმროში ბომბი არ აღმოჩნდა.

 

უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, საქართველოს საელჩოსთან მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოს საელჩოზეც გავრცელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი