logo_geo
დღეს და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
- +

13 მაისი. 2019. 13:51

 

13-14 მაისს, დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში, ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და სეტყვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

 

მათივე ინფორმაციით, 15-18 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

 

13-14 მაისს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა- ელჭექით. 15-18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი