logo_geo
დემნა გვასალია სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
- +

13 მაისი. 2019. 14:35

 

ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია „Pratt Institute“-ის გალაზე შემოქმედებითი ნიშნით დააჯილდოვეს.

 

დემნამ 4-წლიანი დაფინანსება გამოუყო ორ სტუდენტს.

 

„The Black Alumni of Pratt“ პროექტია, რომელიც 1990 წლიდან სხვადასხვა ინდუსტრიაში დაბალი პროცენტულობით წარმოდგენილ უმცირესობების წევრებს სხვადასხვა გზით ეხმარება.

 

ჯგუფი აფროამერიკელ და ლათინოამერიკელ სტუდენტებს აფინანსებს. ამ დროის განმავლობაში პროექტმა $5 მილიონის ოდენობის გრანტის მოზიდვა შეძლო.

 

ამ ჯგუფის საშუალებით დააფინანსებს დემნა გვასალია ორ სტუდენტს.

 

გასულ წლებში უამრავი მოდის სახლი რასობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს, თუმცა უკვე მოდის სახლები ცდილობენ ამ საკითხს ლოიალურად მიუდგნენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი