logo_geo
იუსტიციის სახლის ორგანიზებით, ბორჯომის სატყეო უბნის ტერიტორიაზე მარადმწვანე ნერგები დაირგო
- +

13 მაისი. 2019. 14:57

 

იუსტიციის სახლის ორგანიზებით, მწვანე საფარის აღდგენის ფარგლებში ბორჯომის სატყეო უბნის ტერიტორიაზე მარადმწვანე ნერგები დაირგო.

 

გამწვანების აქცია სსიპ იუსტიციის სახლის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მოეწყო.

 

ბორჯომის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ე.წ. ბორჯომის პლატოს მიდამოებში სანერგე მასალა 300 ძირი ფიჭვი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გადაიტანეს. ღონისძიება მიზნად ისახავს ბორჯომში დაზიანებული ტყის ნაწილის აღდგენას.

 

პროექტის ფარგლებში გაშენებულ ტყის მასივს სიმბოლურად იუსტიციის სახლის სახელობის ტყის სახელწოდება მიენიჭება და ადგილზე შესაბამისი აღნიშვნაც გაკეთდება.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი