logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: ნიკა გვარამიას ფინანსური მაქინაციებისთვის მინიმუმ 10-12 წელი ემუქრება
- +

13 მაისი. 2019. 15:14

 

პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ფინანსური მაქინაციებისთვის, მინიმუმ 10-12 წელი ემუქრება. აღნიშნულის შესახებ ნიკოლეიშვილი სტატუსს სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„რა არ ვიხილეთ და მოვისმინეთ ამ კვირის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას მუქარა იყო, ალბათ.

 

„გადავდივართ შეტევაზე!“ – გვარამია, დიდი ხანია გადასულია შეტევაზე, მანამდე, ბილწსიტყვაობით, გინებითა და ათასი სისაძაგლით ცდილობდა შეტევას. ერთი მხრივ, ვითომდა თავისუფალ და დამოუკიდებელი მედიას ამოფარებული, დაჩაგრული და თან შეუპოვარი კაცის როლს თამაშობს, თან მუქარას მუქარაზე ამატებს. ხომ ყველამ ვიცით, რომ დიდი ხანია, „რუსთავი 2“ პარტიულ-პროპაგანდისტულ მანქანად გადაიქცა, გვარამია კი ვითომ მედიას ამოფარებით ცდილობს, იმუნიტეტი შეიქმნას, არადა, ფინანსური მაქინაციებისთვის მინიმუმ 10-12 წელი ემუქრება…“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

big_banner
არქივი