logo_geo
ლადო კახაძე მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ საფეხბურთო ტურნირს დაესწრო
- +

13 მაისი. 2019. 21:07

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ საფეხბურთო ტურნირს დაესწრო.

 

ლადო კახაძემ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა სპორტული ღონისძიების ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია  მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

 

„მომავალმა თაობამ, ახალგაზრდებმა უნდა იცხოვრონ ჯანსაღად, სპორტულად, რაც ჩვენი ქვეყნისათვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ უდიდესი ინტერესი გამოხატეს მთაწმინდელებმა საფეხბურთო ტურნირის მიმართ. მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. სწორედ ასეთი წარმომიდგენია მე საქართველოს ნათელი მომავალი - ბევრი სპორტი და მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრება“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი