ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ასაკოვან ქალს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ავარიის გამო ფონიჭალაში საცობია და საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.