შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განთავსებული „ამოყირავებული მანქანების“ დემოტაჟს ახორციელებს.
დემონტაჟის პროცესი 13 მაისს დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ინსტალაციები კამპანიის ფარგლებში დროებითი ღონისძიება იყო, რაც კამპანიის პრეზენტაციაზეც იყო ნათქვამი და აქედან გამომდინარე ხდება მანქანების დემონტაჟი.
საქართველოს მასშტაბით ამობრუნებული მანქანები რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. პროექტის მიზანს საგზაო უსაფრთხოების ამაღლება წარმოადგენდა.