logo_geo
4 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც „ადამიანი ობობას“ ფორმით მე-8 სართულიდან გადახტა, დამაკმაყოფილებელია
- +

14 მაისი. 2019. 13:51

 

 

4 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც „ადამიანი ობობას“ ფორმით მე-8 სართულიდან გადახტა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

 

ექიმის თქმით, 4 წლის ბავშვს იაშვილის კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

 

4 წლის ბავშვი კლინიკაში 8 მაისს მრავლობითი დაზიანებებით გლდანიდან შეიყვანეს.

 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი