logo_geo
სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობის ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა
- +

8 თებერვალი. 2017. 15:00


საავტომობილო გზების დეპარტამენტში, E60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის, ფინანსური წინადადებები  გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 14 კომპანიამ წარმოადგინა, საიდანაც 5 კომპანია შეირჩა და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება.


სამტრედია-გრიგოლეთის გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის (მე-3 მონაკვეთი)  მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი აფინანსებენ. მშენებლობის პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში - ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.


სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და  გრიგოლეთის ტერიტორიაზე,  მდინარე სუფსასთან მთავრდება. 


ამ გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად ხორციელდება. პირველ, მეორე და მეოთხე მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.


აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების -  ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.


პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა. პროექტის განხორციელების ვადები 2017-2019 წლებია.                                                                                                              




 

big_banner
არქივი