logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ პროექტის ASSET-ის კონსორციუმის შეხვედრა და ტრენერთა ტრენინგები გაიმართა
- +

14 მაისი. 2019. 17:21

 

 

14 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ მიერ დაფინანსებული პროექტის ASSET-ის კონსორციუმის წევრთა მორიგი შეხვედრა და ტრენერთა ტრენინგები გაიმართა. 

 

კონსორციუმის შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე, სსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა, პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი სსუ-ში, განათლების ფაკულტეტის დეკანი ლია ახალაძე და ASSET-ის კონსორციუმის   კოორდინატორი პროფესორი დორით ალთი.

 

უნივერსიტეტის რექტორმა და სსუ ASSET-ის გუნდმა (პროფესორები: ლია ახალაძე, თამარ შინჯიაშვილი, კახა კვაშილავა; მოწვეული ლექტორები: ლევან კვარაცხელია და ნინო წულაია) სტუმრებს უნივერსიტეტში გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს: მათ საპატივცემულოდ ევროკავშირის, ისრაელისა და საქართველოს ჰიმნების შემდეგ სტუდენტებმა ქართული და ებრაული ცეკვები, ასევე სიმღერები შეასრულეს.

 

კონსორციუმის გახსნის შემდეგ უცხოელმა და ქართველმა ტრენერებმა განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტებზე ტრენერთა ტრენინგები ჩაატარეს: 1. ღია სამკერდე ნიშნები, 2. კრიტიკული მეგობარი, 3. კონცეპტუალური რუკა, 4. ურთიერთშეფასება/რეფლექსიური დღიური, 5. რბილი ემოციური უნარები 21-ე საუკუნისათვის. 

 

კონსორციუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს, ისრაელის, ირლანდიის, ესტონეთის, გერმანიის, ავსტრიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ევროკავშირის ქვეყნებიდან პროექტში ჩართულია ირლანდიის კორკის უნივერსიტეტი, გერმანიის ბამბერგის ოტო ფრიდრიხის უნივერსიტეტი, ესტონეთის ტალინის უნივერსიტეტი და ავსტრიიდან ლინცის განათლების კერძო უნივერსიტეტი.

 

ისრაელის მხრიდან პროექტს კოორდინირებას უწევს კინერეთის განათლების უმაღლესი აკადემიური კოლეჯი. გარდა ამისა, ისრაელის მხრიდან ჩართულია გორდონის განათლების უმაღლესი აკადემიური კოლეჯი, მასწავლებელთა განათლების სახნინის უმაღლესი აკადემიური კოლეჯი, ჰადასას უმაღლესი აკადემიური კოლეჯი. საქართველოდან პროექტში ჩართულია: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფიო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

კონსორციუმის ფარგლებში შეიქმნა განმავითარებელი შეფასების ზემოაღნიშნული მეთოდების სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია. იგეგმება მათი პილოტირება და დისემინაცია, ასევე სახელმძღვანელოს პუბლიკაცია.

 

 

big_banner
არქივი