logo_geo
მიხეილ ცაგარელი: სანდრა რულოვსს ვარსკვლავები არ სწყალობენ, მას ზუგდიდში გამარჯვების შანსი არ აქვს
- +

15 მაისი. 2019. 02:35

 

 

19 მაისს ზუგდიდში ქალაქის მერს აირჩევენ. ზუგდიდელები არჩევანს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ გიორგი შენგელიასა და საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს შორის გააკეთებენ. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, სანდრა რულოვსს ზუგდიდის მერად არჩევის ძალიან დაბალი შანსი აქვს, რადგან ვარსკვლავები მის მიმართ ცუდად არიან განწყობილი.

 

„სანდრა რულოვსი მაიმუნის წელში დაბადებული თხის რქა არის, ამიტომ არ აქვს გამარჯვების მაღალი შანსი. მაიმუნი არ მეგობრობს ტახთან, მისთვის 2019 წელი საკმაოდ რთული იქნება. თხის რქისთვის უკეთესი წელი იქნება ვიდრე გასული, 2018 იყო. ახლა რომ ყოფილიყო 2020 წელი გეტყოდით, რომ სანდრა რულოვსი აუცილებლად გაიმარჯვებს-მეთქი, მაგრამ რადგან 2020 არ არის და სატურნი და პლუტონი ჯერ კიდევ იმყოფებიან მის ზოდიაქოში, ამიტომ გეტყვით, რომ ბევრი სირთულე შეხვდება. წარმატების შანსები მას საკმაოდ დაბალი აქვს.

 

ხუთქულიანი სისტემით რომ შევაფასოთ რულოვსის წარმატების შანსები, მას ექნება სამქულიანი წელი, სააკაშვილი საქართველოში რომ ყოფილიყო, ყოფილი პირველი ლედის წარმატების შანსები დიდი ექნებოდა, შეგვეძლებოდა მის წარმატებები თუნდაც ოთხიანზე შეგვეფასებინა“, – აცხადებს ცაგარელი.

 

შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები საქართველოში 19 მაისს გაიმართება.

 

 

 

 წყარო: 2020NEWS

 

 

big_banner
არქივი