logo_geo
საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, 17 მაისს სახალხო მსვლელობა გაიმართება
- +

15 მაისი. 2019. 16:50

 

„17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა გაიმართება“,-  ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს.

 

საპატრიარქოს ინფორმაციით, მსვლელობა შედგება რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.

 

„მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არ აქვს. იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი“,- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი