logo_geo
თბილისის რამდენიმე ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები დაერქმევა
- +

15 მაისი. 2019. 18:31

 

ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის რამდენიმე ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები დაერქმევა.

 

თბილისის ქუჩებს მსახიობების: ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, გივი ბერიკაშვილის, იაკობ ტრიპოლსკის სახელები დაერქმევა.

 

ღონისძიება, რომელსაც ქართული კინოს წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი