logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზი“: ჭიათურაში დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული
- +

16 მაისი. 2019. 14:18

 

 

„ჭიათურაში დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული“, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე აქცია მიზნად ისახავს ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია.

 

„15 მაისს, საღამოს საათებში, ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა სამუშაო ადგილებზე გასვლაზე უარი განაცხადა. ისინი საკვების ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვდნენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება წუხელვე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ  „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

გამომდინარე აქედან, „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი