logo_geo
ვეტერანებს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის/სოციალური პაკეტის მიღების უფლება მიენიჭათ
- +

16 მაისი. 2019. 16:52

 

 

„ვეტერანებს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის/სოციალური პაკეტის მიღების უფლება მიენიჭათ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

 

„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 მაისის №222 დადგენილებით, შეტანილ იქნა ცვლილება „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში და 22 ლარის ოდენობის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის/სოციალური პაკეტის მიღების უფლება მიენიჭათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს, მიუხედავად საპენსიო ასაკისა და ვეტერანის სტატუსის მინიჭების თარიღისა.

 

აღნიშნული სოციალური პაკეტის დანიშვნის მოთხოვნით განცხადებით უნდა მიმართოთ სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ უწყებას - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და წარადგინოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვეტერანის მოწმობა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ამ დადგენილებით, 26000-ზე მეტი ვეტერანი, რომლებიც 2009 წლიდან ვერ სარგებლობდნენ საყოფაცხოვრებო სუბსიდიით/სოციალური პაკეტით, გათავისუფლდნენ ამ დისკრიმინაციული მდგომარეობიდან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი