საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ ეპიცენტრში 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით - 15კმ-ში და სოფელი ფარავანიდან 7კმ-ში 15:08 საათზე მოხდა.