logo_geo
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა
- +

17 მაისი. 2019. 00:35

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

 

დაშავებული ახალგაზრდები ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მოინახულეს.

 

 

ექიმის განცხადებით, ორი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. ახალგაზრდები, რომლებიც სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ, ავტოავარიაში ანაკლიის გზაზე დაშავდნენ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი