logo_geo
გია გაჩეჩილაძე: მადლობა ღმერთს, მონოპოლიური სიტუაცია დამთავრდა და შეიქმნა ალტერნატიული კომპანია „GERA“-ს სახით
- +

17 მაისი. 2019. 19:15

 

„საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით კითხვები ყოველთვის მქონდა“, - ამის შესახებ მომღერალი გია გაჩეჩილაძე აცხადებს და აქვე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც საავტორო უფლებათა ასოციაციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

 

„წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი კომპანიასთან, რომელსაც დღეს გიგა კობალაძე ხელმძღვანელობს (მაგ კომპანიასთან, სანამ კობალაძე მივიდოდა, მანამდეც ვთანამშრომლობდი). ვერასოდეს ვიგებდი, ეს ფული საიდან მოდიოდა და მითუმეტეს როგორ ნაწილდებოდა. დასაწყისში სულ სხვა თანხა ირიცხებოდა, შემდეგ კონტრაქტი რომ გავაფორმე, სხვა თანხა, ნელ-ნელა ეს თანხა იკლებდა. მაიმუნობა ხდება, როგორც უნდათ, ისე ანაწილებენ მაგ თანხას, ყველაზე ცუდია, როდესაც ნდობას კარგავ ადამიანი და კობალაძემ და მისმა ორგანიზაციამ ეს ნდობა დაკარგეს ჩემთან და არა მარტო ჩემთან. წლების განმავლობაში ვერ ამოვხსენი ფორმულა - თანხას როგორ ანაწილებდნენ“, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე:

 

http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=39498

 

 

 

 

big_banner
არქივი