logo_geo
დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მუზეუმი გაიხსნა
- +

19 მაისი. 2019. 01:08

 

 

დიდ ბრიტანეთში ქართული ტრადიციული მეღვინეობის მუზეუმი გაიხსნა, რომლის მიზანია საქართველოს ღვინის კულტურის წარმოჩენა მთელი იმ დიდებულებით, რაც მას ყოველთვის ახასიათებდა და რა თქმა უნდა, ბრიტანელებამდე ასევე იმ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მიტანა, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო.

 

მსგავსი მუზეუმების გახსნას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ძალიან დიდ საჭიროებას წარმოადგენს ჩვენთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და პარალელურად ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებსაც მოიზიდავს საქართველოში, ვინაიდან ერთია სამეცნიერო აღმოჩენები, რომელთა მეშვეობით უდავოდ დასტურდება, რომ ვართ ღვინის სამშობლო, ხოლო მეორე ამ ფაქტის პოპულარიზაცია.

 

პოპულარიზაციის და ენერგიული პიარკამპანიის გარეშე ვერავინ ვერ გაიგებს, რომ ღვინის წარმოებას სწორედ ჩვენთან დაედო საფუძველი.

 

ქართული ღვინის კულტურის სიძველის აქტიურად წარმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ჩვენი მეზობელი სომხეთი ასევე აქტიურად ცდილობს, ღვინის სამშობლოდ თვითონ წარმოჩნდეს დანარჩენი მსოფლიოს თვალში.

 

მართალია, არანაირი სამეცნიერო კვლევა არ ადასტურებს, რომ სომხეთში ღვინო საქართველოზე უფრო ადრე იწარმოებოდა, მაგრამ სომხები მაინც ცდილობენ, ბიბლიას დაეყრდნონ (რომელიც რასაკვირველია, არ არის სამეცნიერო წყარო) და განაცხადონ, რომ ნოეს კიდობანი რადგან წარღვნის შემდეგ არარატის მთაზე შეჩერდა, ხოლო ნოე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ღვინო დააყენა, ამიტომ სომხეთი არის ღვინის სამშობლო.

 

მართალია, ამ განაცხადს სერიოზულად არცერთი ქვეყანა არ განიხილავს, მაგრამ სომხები მაინც დაჟინებით ცდილობენ, ღვინის სამშობლოს ტიტული თვითონ დაისაკუთრონ, მათ შორის, ბრიტანეთშიც, სადაც ზემოაღნიშნული მუზეუმი გაიხსნა.

 

ქართული ღვინის მუზეუმი გაიხსნა პლამპტონის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის ღვინის დეპარტამენტის ძალიან აქტიური მხარდაჭერით.

 

კოლეჯი იუწყება, რომ სტუდენტები პერიოდულად დაათვალიერებენ მუზეუმს და შეისწავლიან ქართული ღვინის წარმოების კულტურას, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

 

მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ქვევრი და ქვევრის ღვინოები, რაც სტუდენტებს და ღვინის ექსპერტებს საშუალებას მისცემს, უშუალოდ შეიგრძნონ და შეიმეცნონ ქვევრში დაყენებული ღვინის მთელი არომატულობა და არაჩვეულებრივი გემო.

 

ქართული ღვინის მუზეუმის გახსნას დაესწრნენ სფეროს გამორჩეული პროფესიონალები, მეღვინეები და ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები.

 

ქართულ მარანში, რომელიც მუზეუმს ეკუთვნის, განთავსდა 500 ლიტრამდე მოცულობის 18 ქვევრი და ჩვენი ქვეყნიდან საგანგებოდ გაგზავნილი არტეფაქტები.

 

იაპონიის შემდეგ ბრიტანეთში მიღწეული ეს მნიშვნელოვანი აღიარება სამომავლოდ ძალიან წაადგება ქართულ მეღვინეობას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი