logo_geo
გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულეს
- +

19 მაისი. 2019. 21:04

 

„ქართული ოცნების - ზუგდიდის მერობის“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა, სწორედ დღეს შესრულდა ხურჩაში საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან სამი წელი:

 

„სამი წელი გავიდა საქართველოს გმირის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რომელიც საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სწორედ ამ დღეს, სასტიკად იქნა მოკლული. ჩვენ პატივი მივაგეთ გმირის ხსოვნას, მოვინახულეთ მისი ოჯახი - მეუღლე და შვილები, რომლებიც ზუგდიდში, დევნილობაში ცხოვრობენ.

 

დღეს, გიგას ოჯახის წინაშე ჩვენი ყველას უპირველესი ვალდებულებაა, ზუგდიდში, იმ ქალაქში სადაც მისი შვილები იზრდებიან, არ დავუშვათ რაიმე სახის პროვოკაცია და განვაგრძოთ წინსვლა!“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

 

 

 

big_banner
არქივი