logo_geo
დავის მედიატორის მიმართვა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისა და გაფიცული დასაქმებულებისადმი
- +

19 მაისი. 2019. 22:14

 

2019 წლის 18 მაისს, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო მედიაციის პროცესში, მათი სახელით, მოლაპარაკების წარმოებაზე უფლებამოსილ წარმომადგენელთა დასახელებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობის დადასტურების თაობაზე. მან ითხოვა მედიაციის პროცესში მონაწილეობის მზადყოფნის ან უარის გაცხადების წერილობით დადასტურება, არაუგვიანეს 20 მაისის 10:00 საათისა. ამასთან, მიმართვით, მედიატორმა კიდევ ერთხელ მიაწოდა დავის მხარეებს ინფორმაცია მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

 

მედიატორის მიმართვის პასუხად, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის სურვილი მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე და განაცხადა მზადყოფნა, დასაქმებულებთან გამართული, ჯანსაღი და საქმიანი მოლაპარაკებების წარმოებისა, რაც ორივე მხარეს მისცემს საშუალებას, მიმართონ საერთო ძალისხმევა არსებული უთანხმოებების გადაწყვეტისკენ, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით.

 

ამასთანავე, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ აღნიშნეს, რომ კომპანიისთვის საკითხის დროული გადაწყვეტა და საწარმოო პროცესების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში სრული აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

 

big_banner
არქივი