logo_geo
მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა - ამინდის პროგნოზი
- +

21 მაისი. 2019. 01:35

 

 

სინოპტიკოსების ცნობით, 21 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, 22-23 მაისს კი ისევ დროგამოშვებით იწვიმებს.

 


„აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება.

 


თბილისში 21 მაისს მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი ამინდი, 22-23 მაისს კი იწვიმებს, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +21, +23, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.

 

 

big_banner
არქივი