logo_geo
ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
- +

21 მაისი. 2019. 14:25

 

ძალოსნობაში მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, მრავალგზის რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

აღნიშნული ჯილდო სახელოვან ქართველ სპორტსმენს ბათუმის ვიცემერმა თენგიზ პეტრიძემ მერიაში ვიზიტისას გადასცა. შეხვედრაზე ლაშა ტალახაძეს მიღწეული წარმატებები მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ მან ზედიზედ მეორედ მოიპოვა ძალოსნობაში წლის საუკეთესო მამაკაცის წოდება.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს ბათუმის მერიის მიერ სპორტის მხარდაჭერისა და განვითარების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოპოვების შემდეგ, ბათუმში ინტენსიურად იმართება მასობრივი სპორტული ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვანია სპორტის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.

 

 

 

big_banner
არქივი