logo_geo
მარიკა თხელიძე: თანხა რაც ჩამირიცხეს, უბრალოდ სასაცილოა!..
- +

21 მაისი. 2019. 15:15

 

მომღერალი მარიკა თხელიძე ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც თავის დროზე გიგა კობალაძის ასოციაციას შეუერთდა და ერთ-ერთი პირველი - ვინც ამავე ასოციაცის უთხრა „არა!“...

 

„მე ალბათ ყველაზე ბოლო ვიყავი, ვინც ამ კომპანიაში გაწევრიანდა, სულ რამდენიმე თვე მომიწია თანამშრომლობა, თანხა რაც ჩამირიცხეს, უბრალოდ სასაცილოა, არ მსურს საუბარი. იყო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, პირველ რიგში არ გვქონდა ინფორმაცია, საიდან მოდიოდა თანხა, რომელსაც მომღერლებს უნაწილებდნენ, რა პრინციპით ნაწილდებოდა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ჩემი და სოსო თოლორაიას დუეტი ,,ქვეყანა აირია“ როდესაც გამოვიდა, იმ დროისათვის არ ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორც ახლაა, ამ სიმღერის უამრავი „ქავერი“ გაკეთდა, თითქმის ყველა კარაოკეში ისმის და ამის ფონზე ის თანხა, რაც ჩარიცხეს, უბრალოდ სასაცილოა, სიბრმავე და სიყრუეა, გეგონება ამ ქალაქში არ ვცხოვრობ და ვერ ვიგებ, სად რას მღერიან და უკრავენ.

 

სხვა მომღერლებისგან განსხვავებით, მე უკეთეს სიტუაციაში აღმოვჩნდი, რეპერტუარი მიტანილი მაქვს“, - აცხადებს მარიკა თხელიძე.

 

 

big_banner
არქივი