logo_geo
აფხაზეთის ტურიზმის ე.წ. მინისტრი: ოპოზიციის პროტესტის შედეგად, ტურიზმი მილიონნახევარი რუბლით დაზარალდა
- +

21 მაისი. 2019. 17:58

 

ბზიფში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ცენტრალური გზის გადაკეტვის შედეგად, ოკუპირებულმა აფხაზეთმა მილიონნახევარი რუსული რუბლი იზარალა. ამის შესახებ აფხაზეთის ტურიზმისა და კურორტების საკითხებში ე.წ. მინისტრმა ავთანდილ ღარცკიამ განაცხადა.

 

მისი ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ გზის გადაკეტვის გამო 20 ავტობუსი უკან გაბრუნდა.

 

„ტურისტები, რომლებიც აფხაზეთში ჩამოდიან, ტოვებენ ფულს, როდესაც ჩვენ ბაზრებში პროდუქტებს და საქონელს ყიდულობენ,“- განაცხადა ღარცკიამ.

 

ის იმედოვნებს, რომ „რესპუბლიკაში“ გზის გადაკეტვა აღარ გამეორდება, რადგან ეს ტურიზმზე უარყოფითად მოქმედებს.

 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც უვადო პროტესტის შესახებ 20 მაისს გამოაცხადეს, გამთენიისას დასახლება ბზიფთან ცენტრალური გზა გადაკეტეს, რომელიც დღეს, შუადღის გაიხსნა.

 

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ „გენერალურმა პროკურატურამ“ დაიწყო მასალების შეგროვება დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი