logo_geo
ნინი ქარსელაძე: ძალიან მალე მიხვდება ყველა, რასთანაც აქვთ საქმე და ჩამოიშლება ეგ ორგანიზაცია!
- +

21 მაისი. 2019. 19:02

 

„სასაცილოა, კობალაძემ დღეს რომ გადაწყვიტა გამჭვირვალობა და პირადი კაბინეტის შექმნა მომღერლებისთვის“, - ამის შესახებ მომღერალი ნინი ქარსელაძე საავტორო უფლებათა ასოციაციაზე საუბრისას აცხადებს.

 

„არ მინდა, ვინმეს ცილი დავწამო, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ წლების განმავლობაში კობალაძის ორგანიზაცია ფულს ჩვენს ხარჯზე შოულობდა, სასაცილოა კობალაძემ, დღეს რომ გადაწყვიტა გამჭვირვალობა და პირადი კაბინეტის შექმნა მომღერლებისთვის. აქამდე სად იყო? აქამდე რატომ არ იყო ეს ყოველივე ჩვენთვის ხელმისაწვდომი? არ არსებობს ადამიანი, რომელიც მეტყვის, რომ მისთვის ყველაფერი გამჭვირვალე იყო. ძალიან მალე მიხვდება ყველა, რასთანაც აქვთ საქმე და ჩამოიშლება ეგ ორგანიზაცია. ეყოს ჩვენ ხარჯზე გამდიდრება, საკმარისია!

 

ახალი კომპანიის მუშაობით კმაყოფილი ვარ. მთავარია, გამჭვირვალობაა და მაქვს ყველა კითხვაზე პასუხი, ვიცი, საიდან მოდის ჩემი შემოსავალი და იმაშიც დარწმუნებული ვარ, ჩემს ხარჯზე არავინ მდიდრდება. გიგა კობალაძეს ვურჩევ, ნუ გამოიყენებს ბინძურ მეთოდებს იმ კომპანიის ჩასაძირად, რომელიც მოტივირებულია კარგი საქმის საკეთებლად. რუსეთი რომ ოკუპანტია, ეგეც ყველამ ვიცით, მაგრამ სიმღერა და ხელოვნება ყოველთვის იყო ის ხიდი, რომელიც არ უნდა ჩატყდეს“,- აღნიშნავს ნინი ქარსელაძე.

 

 

big_banner
არქივი