logo_geo
45 წლამდე მამაკაცი თევზაობის დროს ტბაში დაიხრჩო
- +

21 მაისი. 2019. 23:05

 

ფოთში, გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.

 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი  თევზაობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მაშველებმა მისი ცხედარი უკვე იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

big_banner
არქივი