logo_geo
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილი „Check in Georgia“-ს ბიუჯეტიდან დაფინანსდება
- +

22 მაისი. 2019. 12:44

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილისთვის დაფინანსება პროექტ „Check in Georgia“-ს ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

 

მთავრობის განკარგულების მიხედვით, 2 683 777 ლარი მიიმართება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი რიგი ორგანიზაციების, მათ შორის სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად.

 

აღნიშნული თანხის მიმართვა თავდაპირველად სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსთვის“ ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების შეუფერხებლად ჩასატარებლად იგეგმებოდა.

 

პროექტ „Check in Georgia“-ს დაფინანსება წელს 20 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 6.5 მილიონ ლარს მუსიკალური ღონისძიებების ჩასატარებლად „ბლექ სი არენა ჯორჯია“ მიიღებს.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები წელს ტრადიციულად თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი