logo_geo
ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასი თბილისში გათამაშდება
- +

22 მაისი. 2019. 16:46

 

 

მიმდინარე წლის 25-26 მაისს, ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, დავით პეტრიაშვილის სახელობის სპორტულ არენაზე (ბელიაშვილის ქ. ამერიკის საელჩოს უკან) ჩატარდება საფეხბურთო მატჩები ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასის მოსაპოვებლად.

 

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, ირლანდიის, ინგლისის, პოლონეთის, თურქეთისა და რუსეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონი გუნდები.

 

ჩემპიონატის გახსნის პირველი მატჩი გაიმართება 25 მაისს, 10:30 საათზე, რუსეთისა და საქართველოს ჩემპიონ გუნდებს შორის.

 

ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი, მათეუშ ვიდლაკი, ვიცე-პრეზიდენტი, საიმონ ბეიკერი და ფედერაციის სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირები დაესწრებიან.

 

დასწრება თავისუფალია.

 

 

big_banner
არქივი