logo_geo
ცხრა წლის დაჩი გულუა შს მინისტრს უახლოეს დღეებში შეხვდება
- +

22 მაისი. 2019. 17:52

ცხრა წლის დაჩი გულუა შს მინისტრს უახლოეს დღეებში შეხვდება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ცხრა წლის დაჩი გულუას წერილს უპასუხა. ამის შესახებ „პირველ არხს“ ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა განუცხადა.

 

„სამინისტროს წარმომადგენლები უკვე დაგვიკავშირდნენ და შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. მას მეც დავესწრები. საკუთარ წერილზე პასუხით თავად დაჩიც კმაყოფილია და შეხვედრას მოუთმენლად ელოდება“, – განაცხადა არხს ნათია ანასტასიადმა.

 

ცხრა წლის დაჩი გულუა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას სთხოვს.

 

დაჩი გულიამ გიორგი გახარიას წერილით მიმართა, რომელსაც ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა:

 

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი