logo_geo
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ გაფიცულ თანამშრომლებს მიმართავს
- +

22 მაისი. 2019. 18:36

 

 

ძვირფასო თანამშრომლებო, 2019 წლის 15 მაისიდან დღემდე განვითარებული მოვლენებიდან იკვეთება შემდეგი:

 

  • შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ („კომპანია“) დასაქმებულთა ნაწილმა 2019 წლის 15 მაისს სამუშაო ადგილებზე გასვლასა და სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა;

 

  • 15 მაისს სამუშაოზე გაუსვლელ დასაქმებულებს, მოგვიანებით, ეტაპობრივად შეუერთდნენ სხვა თანამშრომლებიც;

 

  • დასაქმებულების მიერ სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმამ მიიღო კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის კოლექტიური დავის ფორმა, რომელსაც ახლავს დასაქმებულების გაფიცვა;

 

  • კანონით დადგენილია, რომ კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ან მედიაციის გზით;

 

  • კომპანიამ არაერთხელ სცადა და მოუწოდა თანამშრომლებს პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებისკენ, თუმცა დასაქმებულებმა მოლაპარაკებებისთვის წარმომადგენლების გამოყოფაზეც კი უარი განაცხადეს;

 

  • დავის გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ დაინიშნა მედიაცია და გამოიგზავნა მედიატორი, თუმცაღა, დასაქმებულებმა, ასევე, უარი თქვეს მედიაციაში მონაწილეობასა თუ მედიატორთან თანამშრომლობაზე და არც მედიატორთან თანამშრომლობისთვის გამოყვეს წარმომადგენლები.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების საჭიროებასა და, ზოგადად, პროცესების კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოში წარმართვაზე დასაქმებულებს მუდმივად ესაუბრებოდა სხვადასხვა უწყება, მათ შორის - მედიატორი, დასაქმებულებმა არ გაითვალისწინეს არცერთი გაფრთხილება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოლაპარაკებებსა და მედიაციისათვის თავის არიდება გაფიცვის დროს არის უკანონო.

 

წარმომადგენელთა არგამოყოფა განიხილება, როგორც მიზანმიმართული ქმედება, რათა იმთავითვე არ მოხდეს დავის დარეგულირება მოლაპარაკებების ფორმატში.

 

თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ.

 

უკანონო გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არის კომპანიის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დასაქმებულის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, კომპანია იწყებს სასამართლოსა და სამართალდამცავებისთვის მიმართვის პროცესს.

 

 

big_banner
არქივი