logo_geo
გაზგამანაწილებელმა კომპანიამ თბილისში ამორტიზებული მილსადენების შეცვლა დაიწყო
- +

23 მაისი. 2019. 11:51

 

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ დედაქალაქში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე ჩადებული კოროზიული და ამორტიზებული მილების სრულად ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით დადგენილი პოლიეთილენის გაზსადენებით ჩანაცვლებას იწყებს, რაც აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარაგებას უზრუნველყოფს. მსგავსი პროექტებისთვის გაზგამანაწილებელი კომპანია წელიწადში 20-მილიონიანი ინვესტიციის გამოყოფას გეგმავს.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მასშტაბით, დედაქალაქის უმეტეს რაიონებში გაზგამანაწილებელი ქსელის მილები რამდენიმე ათეული წელია არ შეცვლილა.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი