logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზი“ კომპანიაში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- +

23 მაისი. 2019. 13:30

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ კომპანიაში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

მათი ცნობით, თანამშრომელთა საშუალო თვიური შრომითი ანაზღაურება 1002 ლარია, ამასთანავე ხელფასთან ერთად, დასაქმებულები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტისა და კვების შეღავათებით. კომპანიის ინფორმაციით, სადაზღვევო მომსახურებით, 3116 თანამშრომელთან ერთად, მათი ოჯახის წევრებიც სარგებლობენ.

 

„შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობები:

 

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულია 3214 თანამშრომელი;

 

კომპანიის თანამშრომელთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 1002 ლარია. აქედან, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის საშუალო ხელფასი 1465 ლარი, ხოლო მუშა-მოსამსახურეების - 924 ლარია;

 

კომპანიის სახელფასო ფონდი თვეში, საშუალოდ, შეადგენს 3.143.000 ლარს, სადაც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ხელფასის წილი 21,1 %-ია, ხოლო მუშა-მოსამსახურეთა - 78,9 %.

 

ხელფასთან ერთად თანამშრომლები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტისა და კვების შეღავათებით, რომლის ჯამური ხარჯი თვეში 610.000 ლარია;

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ სადაზღვევო მომსახურებით 3116 თანამშრომელთან ერთად სარგებლობენ მათი ოჯახის წევრებიც. საოჯახო დაზღვევის პაკეტი თანამშრომელს, მის მეუღლეს და 25 წლამდე შვილების დაზღვევას ფარავს. სადაზღვევო მომსახურება, ჯამში, 8012 პირზე ვრცელდება, რაც წლის განმავლობაში კომპანიას 1 860 000 ლარი უჯდება“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი