logo_geo
ჯანდაცვის სამინისტრომ მცხეთაში 120 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა
- +

25 მაისი. 2019. 15:50

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში 120 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

 

კორპუსების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

 

„დღეს ქალაქ მცხეთაში 120 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა. ძალიან სასიხარულოა, როდესაც 120 ოჯახს მიეცემა შესაძლებლობა, ნორმალური საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი და ჩვენ მათაც და სხვებსაც დავეხმარებით, რომ აქტიურად დასაქმდნენ, ჰქონდეთ აქტიური სოციალური ცხოვრება“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, დღეს 120 დევნილი ოჯახისთვის საზეიმო დღეა.

 

„ეს არის იმ ჩვენი პოლიტიკის ნაწილი და გაგრძელება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანზე და განსაკუთრებით სწორედ ამ გადაუჭრელი კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე. ეს ხალხი არიან ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად, მეოთხედი საუკუნეა საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული და საოკუპაციო რეჟიმი მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

მცხეთაში ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო და საქართველოს მთავრობამ ამისთვის 5.5 მილიონი ლარი გამოყო.

 

 

 

 

big_banner
არქივი