„ვისურვებდი, ჩვენი ქვეყანა ერთ დღეს გვენახოს დასავლეთის დიდ ოჯახში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განუცხადა.
„მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ვუსურვებ საქართველოს განვითარებას, წინსვლას და ვისურვებდი, ჩვენი ქვეყანა ერთ დღეს გვენახოს დასავლეთის დიდ ოჯახში“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.