logo_geo
მეუფე გიორგი: ეს არის გამაფრთხილებელი აქცია… გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები არ უნდა იყოს ხელყოფილი
- +

26 მაისი. 2019. 21:39

 

 

მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ ეპარქიაში შემავალი ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებთან და მრევლთან ერთად აქცია გარეჯი საქართველოა“ გამართა.

 

სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად წითელ ხიდთან ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, სადაც ყოველდღიურად სატვირთო მანქანები გადაადგილდებიან. რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. მეუფის განმარტებით, მათ ამით მცირედი დისკომფორტი შექმნეს, რათა მისი თქმით, ყველასთვის ხმა მიეწვდინათ, რომ საქართველოს სიწმინდეები ხელშეუხებელია.

 

გადავწყვიტე, მრევლთან ერთად შევკრებილიყავით წითელ ხიდთან და ჩვენი პიზიცია გარეჯთან ერთად მტკიცედ და მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა. გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები არ უნდა იყოს ხელყოფილი. პროტესტის უკიდურესი ფორმა გამოვთქვით, მაგისტრალი გადავკეტეთ და ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. თუ არის კეთილმეზობლობა, მეგობრობა, ეს უნდა იყოს დამყარებული სამართლიანობაზე. ეს გულისხმობს, რომ ერთმანეთის საზღვრებს პატივი ვცეთ. აზერბაიჯანის მხარემ უნდა იცოდეს, რომ ჩვენს სიწმინდეებსა და საზღვრებს თუ საფრთხე შეექმნება, არც მათ დაადგებათ კარგი დღე. იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენზე გადის მათი გზები. ეს უნდა გაითვალისწინონ. კეთილმეზობლური პრინციპებით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა მეუფე გიორგიმ.

 

რამდენიმე წუთის შემდეგ მეუფის ნებართვით საავტომობილო გზა გაიხსნა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი