logo_geo
საქართველოს საპატრიარქო: უწმინდესის ოპერაცია დაგეგმილია 13 თებერვალს
- +

10 თებერვალი. 2017. 01:14



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II- 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ოპერაციას გაუკეთებენ. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს.


გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 8 თებერვალს, დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე, დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.


 

big_banner
არქივი