logo_geo
ვინ არის ბაჩო „ჩერნობილიდან“?
- +

30 მაისი. 2019. 18:13

 

 

„HBO“-ს მინისერიალი „ჩერნობილი“ ყველანაირ სატელევიზიო რეკორდს ხსნის. მთელი სამყარო დასკვნითი ეპიზოდის მოლოდინშია. უკანასკნელ სერიაში ქართველი პერსონაჟი ბაჩო გამოჩნდა, ავღანეთის ომის ვეტერანი ერთ-ერთი ლიკვიდატორია, რომელსაც შავი საქმე აბარია. რომ არ დაგასპოილეროთ მეტს არაფერს გეტყვით.

 

ბაჩოს როლს წარმოშობით ლიბანელი შვედი მსახიობი ფარეს ფარესი ასრულებს. ადრეულ ასაკში სამოქალაქო ომს გამოქცეულმა ფარესმა ცხრამეტი წლის ასაკში სამსახიობო სკოლა დაამთავრა და თავისი ძმის იოსეფ ფარესის ფილმებში თამაში დაიწყო, შემდეგ იყო პოპულარული მომღერლის Lykke Li-ს კლიპი სიმღერაზე „I Follow Rivers“, რამდენიმე სახასიათო როლი ისეთ ჰოლივუდურ ფილმებში, როგორიც არის „მიზანი ნომერი ერთი“ და „ბავშვი 44“.

ისტორიული ბაჩოს შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გაგვაჩნია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის კატასტროფის ლიკვიდაციაში, 1986-88 წლებში საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკიდან 2000 ადამიანი გაემგზავრა. მათი ნახევარი დღეს ცოცხალი აღარ არის, უმეტესობამ სიცოცხლისთვის სახიფათო რადიაციის დასხივება მიიღო, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს თავგანწირვა არც საბჭოთა კავშირისა და არც დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელისუფლებამ არ დააფასა, ისინი პენსიითა და შეღავათებით არ სარგებლობენ.

 

 

big_banner
არქივი