logo_geo
დასახელდა საქართველოს ექვსი, სადაც ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია
- +

30 მაისი. 2019. 22:09

 

 

საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონის განსაზღვრა მუდმივად ხდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთხუთმეტე ეტაპი დაასრულა, რომელმაც ქვეყნის ექვსი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი გამოავლინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

საქართველოში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობებია დამონტაჟებული. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდა, კვლევების ფარგლებში განისაზღვრა აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა.

 

კვლევამ აჩვენა, რომ აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში 11 ადგილას, ბათუმში ორ ადგილას, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურისა და რუსთავის თითო-თითო წერტილში. რაც შეეხება ოზონის და ბენზოლის შემცველობას, ნორმაზე გადაჭარბება არც ერთ წერტილში არ დაფიქსირებულა.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერება და ჰაერის დაბინძურების წყაროების დადგენა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა მონიტორინგის ქსელის გაფართოებაზე. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 120 ინდიკატორული გაზომვა განხორციელდა. კვლევები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

 

 

big_banner
არქივი