logo_geo
გემი „არგო“ ფოთიდან ვანში მიცურავს - ომარ ნიშნიანიძემ ოქროს საწმისის ლეგენდა გააცოცხლა
- +

1 ივნისი. 2019. 13:37

 

 

„არგო“ მდინარე კაპარჭაში შეცურდა. გემი ფოთიდან ვანში მერვე მოწვევის პარლამენტის წევრის და პროფესორის ომარ ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით მიცურავს. მისი თქმით, მიზანი ოქროს საწმისის ლეგენდის გაცოცხლება და  არგონავტების გზის ნაწილის გავლაა. გემი ორი თვის განმავლობაში შენდებოდა და მასში ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ ჩართული. დღეს მდინარე კაპარჭის სანაპიროზე თეატრალიზებული წარმოდგენაც მოეწყო. გემით მსვლელობა 2 ივნისს ვანში, ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან დასრულდება, მოგვიანებით კი „არგო“ ქუთაისში დაიდებს ბინას.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი