logo_geo
„აუცილებლად მოიყვანე ცოლი, კარგი გოგო, რომ ჩვენს შვილს კარგი დედობა გაუწიოს“ - რა წერილი დაუტოვა ნინი ჯაფარიძემ მეუღლეს
- +

2 ივნისი. 2019. 18:22

 

ჟურნალისტმა ნინი ჯაფარიძემ, რომელსაც მშობიარობის შემდეგ გული გაუჩერდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მეუღლეს წერილი დაუტოვა.

 

როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, "ნინი ჯაფარიძემ იცოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შვილის გაჩენა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამ ნაბიჯზე მაინც წავიდა. ექიმი აფრთხილებდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. დედობის სურვილი გარდაუვალი სიკვდილის შიშმაც ვერ შეაცვლევინა".

 

„ნინისთვის ცნობილი იყო, რომ მისთვის ფეხმძიმობა რისკის შემცველი და სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, თუმცა ჟურნალისტი ამ ნაბიჯზე მაინც წავიდა. ნინიმ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ოჯახის წევრებს წერილები დაუტოვა - დედას, მამას, მეუღლეს, ყველას გამოემშვიდობა. მეუღლისთვის დატოვებულ წერილში წერია: აუცილებლად მოიყვანე ცოლი, კარგი გოგო, რომ ჩვენს შვილს კარგი დედობა გაუწიოს. ბავშვობაში ნინიმ გულთან დაკავშირებული რთული ოპერაცია გადაიტანა. მისთვის მშობიარობა არაფრით არ შეიძლებოდა. მან ეს ამბავი იცოდა და არავის უმხელდა...“, - ყვება ოჯახის ახლობელი.

 

რამდენიმე დღის წინ სრულიად საქართველო შეძრა ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის გარდაცვალებამ.

 

მშობიარობის შემდეგ ნინომ მხოლოდ ორი დღე იცოცხლა. დარჩა პატარა ბარბარე, რომელიც ვერასდროს იგრძნობს დედის სითბოს. წლების შემდეგ კი, ბარბარე მიხვდება, რამდენად ძლიერად უყვარდა დედას, ჯერ კიდევ დაბადებამდე, რადგან მან ზუსტად იცოდა, რომ ვერ გადარჩებოდა, მაგრამ დედობა გადაწყვიტა!

 

27 მაისს ნინი ჯაფარიძე 30 წლის ასაკში მშობიარობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გადაწყვეტილებით მომავალი წლის 23 აპრილიდან ნინი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება და ერთ გამორჩეულ მკითხველს გადაეცემა, იმისთვის, რომ ნინის სახელი შემორჩეს და მისმა შვილმა, რომელმაც დედის გაცნობა ვერ მოასწრო, მისით იამაყოს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი